Sunday, May 9, 2010


პროექტის სახელი :   ,, ენერგიის დაზოგვა ”

პროექტის მიზანი:  ენერგიის დაზოგვის ხერხების მონახვა

პროექტის სრული აღწერა:  მოსწავლე მსჯელობს ყოველდღიურ ცხოვრებაში ენერგიის გამოყენების შესახებ და სახავს მისი დაზოგვის გზებს.

მოიპოვებს ინფორმაციას ენერგიის "მიღების" ალტერნატული გზების შესახებ. (წიაღისეული, ჰიდროელექტროსადგური, ქარი, გეოთერმული, მზის, ბირთვული).

იყენებს, ქმნის მუდმივი წყაროს მოდელს პრაქტიკული პრობლემის გადასაჭრელად, მოჰყავს მისი გამოყენების მაგალითები ტექნიკიდან და ყოფა–ცხოვრებიდან.

სქემეტურად წარმოადგენს ელექტროსადგურიდან მომხმარებლამდე ელექტრო ენერგიის გადაცემის გზას და მსჯელობს ენერგიის დანაკარგების შემცირების შესახებ.

იკვლევს და ითვლის ოჯახურ პირობებში გახარჯული სხვადასხვა სახის ენერგიის ღირებულებას.(მაგალითად ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის) ადარებს მათ, განსაზღვრავს პრიორიტეტულს და მსჯელობს დაზოგვის გზებზე.

მოჰყავს სხვადსხვა პრაქტიკული მიზნით ბუნებრივი და ხელოვნური სინათლის წყაროების გამოყენების მაგალითები და წარმოადგენს მონაცემებს.

მონაწილეთა ასაკი:   მე-9 კლასი.

ვადები/ხანგრძლივობა:  ერთი თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:   მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. გაინაწილებენ ფუნქციებს. ჩაატარებენ გამოკვლევას, თუ რამდენად ენერგოეფექტურია მათი საცხოვრებელი სახლი. ამისათვის წინასწარ შეადგენენ კითხვარს:

მაგ. 1. რა მასალისგან არის დამზადებული სახლის კედლები?

       2. არის თუ არა ფანჯრები ორმაგი მინის?

      3. აქვს თუ არა იატაკის და სახურავის თბოიზოლაცია?

     4. აქვს თუ არა სითბომცვლელი და სავენტილაციო სისტემა?   და სხვა.

მოსალოდნელი შედეგები:

· მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას  სხვადასხვა სახით;

· შემცირდება ენერგიის ხარჯი, რის საფუძველზეც  გაკეთდება ეკონომია, შესაბამისად გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი;

· მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას. შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით.

სამუშაო ენა:  ქართული

პროექტის ფასილიტატორი: ქეთევან თულაშვილი

ფასილიტატორის  ელ.ფოსტა:  ketino5555@gmail.com